Monday, May 1, 2017

პროექტი ჩვენ და კომპიუტერი



1.პროექტის სახელწოდება:
ჩვენ და კომპიუტერი
2.პროექტის მთავარი იდია(თემა) 1-2 წინადადებებით:
მოსწავლეებს გავაცნობ კომპიუტერის როლს თანამედროვე ცხოვრებაში და მასთან მუშაობისას დადებითი და უარყოფით მხარეებს.
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით,რომ XXI საუკუნეში კომპიუტერის როლი არის მნიშვნელოვანი,ასევე მნიშვნელოვანია იმ ნორმების დაცვა,რაც აუცილებელია ადამიანის ჯამრთელობისათვის.
4.პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ისინი მოიძიებენ სხვადსხვა ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ,გაეცნობიან  სხვადასხვა სტატისკებს,ასევე შეხვდებიან  ექსპერტებს,ეწვევიან ,,ოფთალმიჯს’’ გაესაუბრებიან ექიმებს.რაც აუცილებელია ადამიანის ჯამრთელობისათვის.
5.მონაწილეთა ასაკი:
11-12წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს,გაეცნობიან კომპიუტერული ტექნიკის განვითარების ეტაპებს,მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს,გაეცნობიან კოპიუტერის გამოყენებას სხვადსხვა სფეროში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,ფოტოაპარატი,სახელმძღვანელოები,რვეული,
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი ატივობები):
თემიდან გამომდინარე მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფი --შეარჩევს იმ საკითხებს,რომლის გარკვევა და შესწავლა არის პროექტის მიზანი,ეს შეეხება როგორც აუცილებელ და სასარგებლო მხარეებს,ასევე მასთან  მუშაობისას  დასაცავ   ნორმებს.    მეორე ჯგუფი---მოიძიებს სხვადასხვა მასალას ინტერნეტში,სახელმშღვანელოებში და ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას რვეულში.გადაიღებენ ფოტომასალებს,შეხვდებიან კომპიუტერის სპეციალისტებს მაგ.,,საქართველოს ბანკი”და სხვადასხვა სფეროში კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს. ასევე გაესაუბრებიან  ექსპერტებს. ეწვევიან ,,ოფთალმიჯის’’ ექიმებს.რადგან გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების დარღვევას.მესამე ჯგუფი--შეაჯამებს ყველა მოპოვებულ ინფორმაციას,შეკრიბავს მას რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ.გეგმასთან კავშირი:
ისტ,
ის ტექნ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მარინე გერაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
Siradzegeradze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
siradzegeradze.blogspot.com

No comments:

Post a Comment